menu

“გამარჯობა, მე მსხვერპლი ვარ”

 როცა ძალიან, ძალიან გტკივა თავი, როდესაც ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ეს-ესაა გაგისკდება, ამ დროს შენ ეუბნები შენს ახლობლებს, სვამ წამალს, წამოწვები, თვალებს ხუჭავ და ისევ და ისევ უმეორებ შენებს რომ გტკივა. და ისინიც, შენს გვერდით არიან, გაწვდიან წამალს, გეუბნებიან, რომ იქნებ დაიძინო, წნევას გიზომავენ და ნერვიულობენ, მაგრამ ვერავინ, ვერავინ, ვერავინ ვერ ხვდება როგორ გტკივა შენ თავი. იმიტომ რომ თავი შენ გტკივა, მარტო შენი ტკივილია. ისინი წარმოიდგენენ, ხვდებიან, მაგრამ ვერ აღიქვამენ. ისინი ხომ ვერ გრძნობენ რა ხდება ახლა შენს ორგანიზმში.

და თუ შენ ყველას ისე მოაჩვენებ თავს, რომ არ გტკივა, ვერც ვერავინ ვერ მიხვდება რა ხდება ამ დროს შენში.

ჩვენი თავის ტკივილი ჩვენია! ჩემს თავის ტკივილს არასოდეს არ აღიქვამს სხვა და არც მე უნდა მინდოდეს წესით. ალბათ ეს არის ჩვენი – ქალების ყველაზე დიდი ნაკლიც-გვინდა, რომ აღიქვან

და იქნებ ჩვენ უფრო მეტად ვიტკიებთ თავს, ვიდრე სინამდვილეში გვტკივა.? და იქნებ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვამ უფრო კარგად წარმოიდგინოს და გაიაზროს ჩვენი ტკივილი. იქნებ შეგნებულად არ ვსვამთ წამალს, რომ ყურადღება მოგვაქციონ? იქნებ იმდენად სუსტები ვართ, რომ ჩვენი სისუსტით გვინდა თავი დავიმკვიდროთ? და იქნებ ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვთ სხვებს და ზიზღს ვიწვევთ მათში.

სრულიად შესაძლებელია ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ ნამდვილად განვიცდით, როცა გვტკივა. თუმცა სხვებს როცა ვანახებთ (უფრო სწორი იქნება რო ვთქვათ, მას როცა ვანახებთ) მერე საკუთარი თავი გვეზიზღება და ისინიც არ გვიცოდებენ. ანდაც, რატომ უნდა ვუყვარდეთ სუსტები, ან ჩვენ გვინდა, რომ ვინმეს ვეცოდებოდეთ.?

წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც სიკვდილის სცენას დგამს. რა თქმა უნდა მას ტკივა, ცუდად არის, მაგრამ რას ფიქრობს ამ დროს .. დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა მხოლოდ იმას წარმოიდგენს, რას იფიქრებს მისი საყვარელი მამაკაცი, როცა მისი “სიკვდილის” ან თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ გაიგებს.

ხშირად ქალები ვცდილობთ დავადანაშაულოთ, ვანახოთ რა ცუდად ვართ მათ გამო, როგორ ვიტანჯებით და რისთვის? -ვინმე ვინმეს დაბრუნებია მხოლოდ იმის გამო, რომ ის მეორე ცუდად არის?

არა, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემოციები უნდა შევიკავოთ და არ გამოვხატოთ არაფერი. . უბრალოდ, დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ მხვერპლის როლში ხარ და ამით უშედეგო მანიპულირებას იწყებ “/> <br,

” border = “0” src = “http://feeds.wordpress.com/1.0/comments/tbilisuriloveblogi.wordpress.com/533/”/>

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *