menu

(მ) ორალური სექსი

– გამარჯობათ, მე გარდა იმისა, რომ ცოტა არ იყოს საკუთარ სექსუალური ცხოვრების აფიშირებას ვაკეთებ, ათეისტიც ვარ! თუმცა, ყოველთვის დიდ პატივს ვცემ თქვენს რელიგიას, არასოდეს არაფერს ცუდს არ ვიტყვი თქვენზე და უფრო მეტად გამიხარდება, თუ სიკვდილის შემდეგ კიდევ გავგრძელდები, მაგრამ რა ვქნა, მომიტევეთ, მაგრამ არ მჯერა, ბოლოს და ბოლოს ფსიქოლოგი ვარ და როგორც ერთმა ჩემმა “მეგობარმა” მითხრა ფსიქოლოგების უმრავლესობა ან სატანისტია ან ბუდისტი .. ხოდა მინდა გითხრათ, რომ კიდევ ათეისტებიც ვართ. საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი – ძალიან მეჩხუბებიან ხოლმე. და ვიცი ერთ-ორ სალანძღავ კომენტარს თქვენგანაც მივიღებ, მაგრამ ახლა ცოტა დავლიე მეგობრებთან ერთად და ეს ნაკლებად მაინტერესებს.

 სექსი და რელიგია

მოკლედ, რას ვამბობდი, ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სექს კულტურის განვითარებას უშლის ხელს, ალბათ დამეთანხმებით, რომ რელიგიაა. თუმცა რწმენაც არის და რწმენაც! როცა ეს ყველაფერი დეგრადაციამდე, და სიბნელემდე მიდის ეს უკვე, ალბათ, მარაზმია.

ჯვრისწერამდე სექსი თუ გაქვს ვერ ცხონდები, მითუმეტეს ორი კაცი თუ გყოლია .. .. მიდიან ჩვენი ლამაზი ნუ მეტზე არც არის საუბარი, გურჯი გოგონები ეკლესიაში (თუმცა სანამ წავლენ პატრიარქის-გვერდს ფან დაალაიქებენ facebook- ზე) შემდეგ ანთებენ სანთლებს, აბარებენ აღსარებას და თავს მშვიდად გრძნობენ, რომ არ მრუშობენ, მასტურბაცია ხომ არ არის ისეთი ცოდვა, როგორიც სექსია. აღვირახსნილ ზასაობაზე კი უბრალოდ იტყვიან შეყვარებულს ვაკოცეო და მამაოც მშვიდად მიუტევებს დანაშაულს. შემდეგ გამოდიან ეკლესიიდან თავსაფარს მოიხსნიან და რამოდენიმე საათის შემდეგ, ერთს კარგად მიალანძღავენ თავიანთი დაქალის დაქალს იმის გამო, რომ თავისუფალი სექსუალური ცხოვრება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ არაფრით ჯობიან მათ. მხოლოდ ერთი ფორმალური ქსოვილით – მათ ხომ ჯერ კიდევ აქვთ ქალიშვილობის უდრეკი აპკი ..

თუმცა, დრო გადის და ზოგიერთი მორწმუნე ქორწილამდეც “მაიმუნობს” – მაინც მოქმედებს ეს გარყვნილი ვესტერნიზაცია! თუმცა აქაც არის გამოსავალი – დაწინდვა! ბინგო !!! – როგორც ამერიკელები იტყოდნენ! ნეტავ რატომ გააქტიურდა ამ ბოლო დროს ეს ძველის ძველი ტრადიცია ??

შემდეგ გათხოვდებიან, მამაო (და ეს ნამდვილად ასე მოხდა) დამოძღვრავს, რომ ადამიანი (ადამიანი !!!) მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა ღვთის მორჩილია, ხოლო ქალი (ქალი !!!) მაშინ არის თავისუფალი, როცა ქმრის მორჩილია. და აი ყოველგვარი დანაშაულის განცდაც ეხსნებათ და ახლა უკვე მორალური სექსი აქვთ. (და არავითარ ორალური შემთხვევაში).

შემდეგ ხვდებიან, რომ სულაც არ ყოფილა ისეთი მაგარი, როგორიც წარმოედგინათ .. რა უბედურებაა ეს? ზასაობის დროს უფრო ხშირად ათავებენ ვიდრე ახლა! შემდეგ, სექსი მხოლოდ გამრავლების და ქმრის დაკმაყოფილების ფუნქციას იძენს, არანაირი კონტაქტი, არანაირი ცვლილება, არანაირი გამოცდილება და ესე .. ანორგაზმია -! აწ და მარადის და უკუნითი “/> <br

” border = “0” src = “http://feeds.wordpress.com/1.0/comments/tbilisuriloveblogi.wordpress.com/542/”/>

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *