საუკეთესო, საუკეთესოთა შორის

ჩემს დაქალ ანას, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვახსენებ ხოლმე, ყველაზე მეტად უყვარს სექსი მათ შორის ვისაც ვიცნობ. თან საკმაოდ “მახვილგონივრულად” არჩევს კაცებს და თითქმის ყოველთვის კმაყოფილი რჩება. ანას იშვიათად უყვარდება, მემგონი “ნამდვილი სიყვარულით” არასოდეს ყვარებია არავინ. უბრალოდ განსაკუთრებულად მაშინ წყდება ხოლმე გული დაშორების შემდეგ, თუ ეს ბიჭი ლოგინში საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის. /> ანას ფეხებზე კიდია ყველა ის ადამიანი, რომელიც, ჩემი აზრით, ცუდად მოექცა, ანა არასოდეს იტყვის იმას რომ კაცები ან ცუდები არიან ან კარგები br. უბრალოდ ერთხელ, მითხრა, რომ მისთვის ყველა კაცი სხვადასხვა ზომის და ფორმის ვიბრატორივითაა, რომელთანაც საუბარიც უსწორდება დროდადრო.
თუმცა მის ცხოვრებაშიც იყო რაღაც, პირველი … .. ერთი მნიშვნელოვანი უმნიშვნელოთა შორის, სუსტი და გადაუწყვეტელი .. ანამ მას უღალატა, შემდეგ კიდევ უღალატა, შემდეგ დაშორდა …

შემდეგ დიდი დეპრესია დაგვეწყო. მეც და მასაც. ორივენი დავრჩით, სრულიად მარტო, ერთმანეთის პირისპირ, ცაში გამოკიდებულები. არა, უბრალოდ დეპრესია არა, -მანიაკალური დეპრესიული ფსიქოზის მსგავსი რაღაც გვჭირდა .. ვიჯექით და ვიცინოდით, მაგრამ ძალიან ძალიან ცუდად ვიყავით ორივე და არც ერთს არ გვქონდა საცინრად საქმე. ეს ყველაზე არაჯანსაღი სიცილი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც თვეების მანძილზე, ყოველ საღამოს გრძელდებოდა. ბოლოს ისე ავახარხერეთ საკუთარი სულიერი განცდები და პრობლემები, რომ ყველაფერი ეს ხუმრობა და იუმორი გახდა. და თითოეული ყველაზე საშინელი წუთი ყოფილი ურთიერთობებიდან “ღადაობად” გადაიქცა. /> ყველზე საინტერესო კი იცით რა არის br? ანას არასოდეს არ უთქვამს არც ერთი კაცისთვის, რომ ცუდად არის, ან განადგურებულია სულიერად, ის არასოდეს ცდილობს ვინმეს თავი შეაცოდოს, ის არასოდეს არ უკეთებს აფიშირებას იმას, რომ ვიღაცის გამოა ცუდად. ის მაშინაც კი იცინის, როცა ხვდება, რომ ყველაფერი დამთავრდა. ბევრს კი ეს არ შეუძლია, ქალები საერთოდ მეტად ისტერიულები ვართ, ხშირ შემთხვევაში. პატარა პრობლემა რომ გვექმნება გავრბივართ და დემონსტრაციულად ვყვირით, როგორი უბედურები ვართ. ვიღაცეებს ​​ან რაღაცეებს ​​ვაბრალებთ ამ უბედურებას, და შემდეგ გვსიამოვნებს, როცა თავზე ხელს გადაგვისვამენ. ანა კი სხვანაირია. მან იცის, როგორ უნდა იხარხარო იმაზე, რაც ყველაზე, ყველაზე მეტად გტკენს გულს.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *